понедельник, 20 октября 2008 г.

სიყვარულის ისტორიები




1. პროექტის სახელი: ”სიყვარულის ისტორიები

2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: ეს არის პროექტი უმთავრეს გრძნობაზე ზრდასრულ ადამიანთა ცხოვრებაში. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ თქვენ ნამდვილად მიიღებთ მოზარდთა შეცვლილ დამოკიდებულებას ამ გრძნობისადმი. ისინი უფრო დახვეწილები, კულტურულები და ამაღლებულები გახდებიან.

. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ირჩევენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ წყვილებს პროექტისათვის. შეიძლება შეირჩეს ისტორიული გმირების, ცნობილი ადამიანების (მსახიობები, მომღერლები, მხატვრები, პოლიტიკოსები). ლიტერატურული გმირების სასიყვარულო ისტორიები. ისინი აგროვებენ ინფორმაციას ამ ადამიანების ბიოგრაფიასა და მათ ცხოვრებაზე. ინტერნეტის, სახვადასხვა ლიტერატურის მეშვეობით აგროვებენ მასალებს, ფოტო და ვიდეო მასალას, რომელთაც შემდგომ გამოიყენებენ საპრეზენტაციოდ. შეიძლება დაიდგას პატარა ნოველები მოძიებული მასალის გამოყენებით.

4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 9-11

5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოსწავლეები ეცნობიან წყვილების ისტორიებს. შეარჩევენ მათთვის საინტერესო წყვილებს; მასალის მოძიება შერჩეული წყვილების ცხოვრების ეპოქის შესახებ. პრეზენტაცია.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლე სახალისო საქმიანობას უთავსებს სასარგებლოს. ეცნობა იმ ეპიქისა და დროის ისტორიას, იმ პროცესებს, რომლის ფონზეც მიმდინარეობდა წყვილის თავგადასავალი. ეცნობა იმ სფეროში მიმდინარე მოვლენებს, რომელშიც ესა თუ ის ცნობილი გმირი მოღვაწეობდა, მათ ადამიანურ სისუსტეებს. მოსწავლეები ამზადებენ ტექსტთან შეთანხმებულ ვიდეოკოლაჟს, რაც აახლოებს მათ თანამედროვე ტექნოლოგიებთან, სწავლობენ პრეზენტაციების მომზადებას ჩვენებას.

8. სარგებელი სხვებისთვის: პრეზენტაცია იქნება ინფორმაციულად დატვირთული, ესთეტიურად სასიამოვნოდ აღქმადი და საინტერესო.

9, სამუშაო ენა: ქართული

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ხელოვნება, ქართული მუსიკა, ისტ.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: თბილისი #165-ე საჯარო სკოლა

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: თამუნა ნინიკაშვილი, ირმა მალაციძე

13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
თ.ნინიკაშვილი tamunaninikashvili@gmail.com ;
ი.მალაციძე libo.fund@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/

15. პროექტის ვებ-გვერდი: http://www.siyvarulisistoriebi.blogspot.com/

1 комментарий:

სამტრედიის #2 სკოლა комментирует...

ჩვენი სკოლის ბავშვებს ძალიან დააინტერესათ თქვენმა პროექტმა, გვინდა მონაწილეობის მიღება
სამტრედიის №2 სკოლა
ისტ მენეჯერი ვერიკო ჯიჯელავა
ელ ფოსტა samtrediis.2.skola@gmail.com